არჩევნები დამკვირვებელების გარეშე - რატომ უთხრა უარი "ოცნებამ" ეუთო/ოდირს

19.06.25 20:46
არჩევნები დამკვირვებელების გარეშე - რატომ უთხრა უარი "ოცნებამ" ეუთო/ოდირს

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო მონიტორინგის მისია არ დააკვირდება. 13 წლიანი მმართველობის და 8 ჯერ ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ივანიშვილის პარტიამ გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო შეფასება აღარ სჭირდება და ეუთო/ ოდირს თბილისში აღარ იწვევს. არადა, შეფასებითი დოკუმენტი, რომელსაც ეს ორგანიზაცია ამზადებს, არჩევნების საერთაშორისო აღიარებისთვის საჭირო ერთადერთი კომპეტენტური და სანდო წყაროა. 

ეუთო/ოდირი საქართველოში აკვირდებოდა ყველა არჩევნებს 2002 წლიდან. ივანიშვილის ხელისუფლებას ამ დრომდე არც ერთხელ ჩაუტარებია პროცესი მონიტორინგის ჯგუფის მოწვევის გარეშე. საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოდიან არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, აკვირდებიან კენჭისყრის დღეს და შემდეგ წერენ დასკვნას - ასახა თუ არა ჩატარებულმა არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება.

როგორც ამბობენ, დასკვნა რომელიც 26 ოქტომბრის შესახებ ეუთომ მოამზადა უპრეცენდენტოდ მკაცრი და კრიტიკული აღმოჩნდა. ამის გათვალისწინებით კი მესამე სექტორს უჩნდება ეჭვი, რომ მორიგ კრიტიკულ დასკვნას ხელისუფლება ერიდება. 

მსგავსი სიახლეები