ხმაური სინდისის პატიმრების პროცესებზე - რა ხდებოდა არჩილ მუსელიანცისა და გიორგი ახობაძის სხდომაზე

19.06.25 20:34
ხმაური სინდისის პატიმრების პროცესებზე - რა ხდებოდა არჩილ მუსელიანცისა და გიორგი ახობაძის სხდომაზე

ხმაური არჩილ მუსელიანცის პროცესზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ სინდისის პატიმრის მხარდასაჭერად მისული აქტივისტი დარბაზიდან გააძევა. ვახო გაგნიძეს სასამართლო პროცესი მხოლოდ იმის გამო დაატოვებინეს, რომ სხვა დამსწრეების და მედიის პრობლემა გააჟღერა - დარბაზში ხმა არ ისმოდა, შეუძლებელი იყო გარჩევა იმის ვინ და რას საუბრობდა. ამ პრობლემის მოგვარება მოსამართლემ არ ისურვა. პროტესტის ნიშნად დარბაზი ბრალდებულთან ერთად ყველა დამსწრემ დატოვა.

არჩილ მუსელიანცს გამოძიება ვიდეოსათვალთვალო კამერის სადენებისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავება. დემონსტრანტი უკვე 7 თვეა, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. უფლებადამცველების თქმით, მუსელიანცი დაკავების დროს სცემეს, მას 5 დღე არ აძლევდნენ საშუალებას ადვოკატი აეყვანა. სინდისის პატიმრის ოჯახი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდის უფლებები ციხეში დღემდე შელახულია.

ხმაური იყო გიორგი ახობაძის პროცესზეც.. აქ ჩვენებას ის ექსპერტი აძლევდა ვინც გამოძიების ვერსიით, ახობაძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნარკოტიკის შესაფუთ მასალას ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარა. როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო გიორგი ახობაძის დნმ მტკიცებულებებზე, რომელიც სინდისის პატიმრის თქმით, მას ჩაუდეს და იქამდე თვალით არ უნახავს?! ამის დადგენას ცდილობდნენ დღეს ადვოკატები და განსასჯელის სკამზე მყოფი ექიმი, თუმცა პროკურორი ყველა შეკითხვას აპროტესტებდა.

სინდისის პატიმრების პროცესები - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით
 

მსგავსი სიახლეები