ივანიშვილს ერთობის ეშინია-ბადრი ჯაფარიძე
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის ხელმეორედ დაბარება იმის მანიშნებელია, რომ “ივანიშვილს ერთობის და არჩევნებში მათი გასვლის ეშინია“
როგორც მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, ეუთო/ოდირის დამკვირვებლების არ მოწვევაც იმას ემსახურება, რომ “ადამიანებში უიმედობა დანერგონ, გატყდნენ და იმედი დაკარგონ“.
ივანიშვილს ერთობის ეშინია. დააკვირდით რას აკეთებს, იბარებენ მამუკა ხაზარაძეს მეორედ, აცხადებენ, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს არ მოიწვევენ, ეს ემსახურება იმას, რომ ადამიანებში უიმედობა დანერგონ, იმას ხომ არ ემსახურება, რომ წაგახალისონ არჩევნებში მონაწილეობისკენ, პირიქით, უნდათ, რომ გატყდე, უნდათ იმედი დაკარგო, ჩვენი მოწოდებაა, ერთიანობით დავუპირისპირდეთ ამას. არჩევნებში გასვლის ეშინია და ამ შიშმა უბიძგა, ჩემი აზრით, რომ მამუკა ხაზარაძე მეორედ დაებარებინათ. ვინც არის ერთობისთვის მზად, მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა გააჩაღოს “ოცნების“ წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ ეს ნელა-ნელა გამოიკვეთება,- ამბობს ის.
ჯაფარიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებიც სწორედ ერთიანობისკენ მოუწოდებენ.
მე შევხვდი პარალმენტის 14-მდე წევრს და არცერთს უთქვამს სიტყვა ბოიკოტი. არცერთ მათგანს სიტყვა ლეგიტიმაციაც არ უხსენებია, რადგან ყველას აქვს ნანახი, რას მქოავს შედეგი, შედეგი მოაქვს აქტიურ ბრძოლას. უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და გავაკეთოთ ის, რაც არ უნდა “ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. მას კი არ უნდა, რომ ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ ყველგან, სადც ეს შესაძლებელია, -განაცხადა მან.