ხმების უმრავლესობა დათვლილია - ბათუმში მეორე ტური გაიმართება
ბათუმში ხმების უმრავლესობა დათვლილია. შედეგების თანახმად, ამ ქალაქში მეორე ტური გაიმართება. არჩევნებში მერობის კანდიდატი ენმ-დან გიორგი კირთაძე ლიდერობს. მეორე ადგილზეა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი არჩილ ჩიქოვანი.
თანაბარი ხმების რაოდენობა დააგროვეს ენმ და 'ოცნების' კანდიდატებმა ხელვაჩაურში, სადაც ასევე, ემორე ტური გაიმართება.
სადავო ოლქია ქობულეთი. აქ ამ დრომდე რამდენიმე საეჭვი ბიულეტენია. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ქალაქშიც მეორე ტური გაიმართება.
აჭარის მთელი რეგიონიოს ხმების გადათვლა ენმ-ს ცენტრალურ ოფისში ამ წუთებშც მიმდინარეობს.