პირველი ზარი რუსთავის ციხიდან და "პირველების" ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან

20.06.25 11:10
პირველი ზარი რუსთავის ციხიდან და "პირველების" ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან

 

 

პირველი ზარი რუსთავის ციხიდან და "პირველების" ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან -  პატიმრობაში მყოფი კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს მოლოდინი აქვს, რომ მის მიმართ საპატიმრო სასჯელი იქნება. ჯაფარიძე საკუთარ სასამართლოზე მისვლას ისევ არ აპირებს.

ოპოზიციონერი არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო სხვა პოლიტიკოსებიც ციხეში გაუშვას. 

ორშაბათსაც არ ვაპირებს სასამართლოში მოსვლას, ავხსენი კიდეც მიზეზიც. მაგ მოსამართლემ ბოლო რამდენიმე დღეში ჯერ ერთი ნიკა გვარამია ჩასვა ჩემს გვერდით, ასევე ანტონ ჩეჩინი დატოვა პატიმრობაში, როცა ადამიანს ტვინში სიმსივნე აქვს. რამე პოზიტიური მოლოდინები არ მაქვს, მისვლას არ ვაპირებ და ჩემებსაც ვუთხარი რომ არ მივიდნენ ტყუილა. მოლოდინი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში საპატიმრო სასჯელი იქნება. ჩემთან წულუკიანის კომისიიდან ხელალა დაბარების ფურცელი არ მოსულა. ჯერჯერობით, ყველაფერი წინ აქვთ, შეუძლიათ მოიტანონ", - განაცხადა ზურა ჯარაიძემ. 

წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო განაჩენს დღეს ოპოზიციის სამი ლიდერი ელოდება. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დღეს გახდეს ცნობილი საბოლოო ვერდიქტი მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის საქმეებზე. პროცესები სასამართლოში მიყოლებით არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში არიან - ოთხივე მათგან რუსთავის ციხეში არიან შესახლებული. 

მსგავსი სიახლეები