ერთიანობაზე საუბარი კარგია, ძალების გაერთიანება უნდა მოხდეს - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა ჯაფარიძესთან

20.06.25 11:39
ერთიანობაზე საუბარი კარგია, ძალების გაერთიანება უნდა მოხდეს - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა ჯაფარიძესთან

 

 

ექსკლუზიური ინტერვიუ ციხიდან - რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული ზურა ჯაფარიძე "პირველებთან" თვითმმართველობსი არჩევნების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისი პოციზია უცვლელია, მიაჩნია, რომ არჩევნებში გასვლა გონივრული სვლა არ არის, თუმცა აღნიშნავს, რომ მიესალმება "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერიების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიციას ერთობასთან დაკაშირებით.

ციხეში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ სწორედ ერთიანობაა ახლა მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით მსჯელობის გახსნა ყველაზე სწორ პოზიციად მიაჩნია. 

მიუხედავად იმისა, რომ მოვისმინე საწინააღმდეგო არგუმენტები, მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და პრინციპულად მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ეს არ არის არანაირი არჩევნები და ჩვენ ამ ცირკში მონაწილეობას არ უნდა ვიღებდეთ. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის თემა, რომ ერთობაზე დაიწყეს საუბარი. მე ამ თემაზე ვლაპარაკობ ბევრი წლებია, მამუკასაც ვუსმინე, ბადრისაც ვუსმინე და ამ თემის წამოწევა ძაიან კარგია, ძალების გაერთიანება უნდა მოხდეს. არ არის ტრაგედია რომ ჩააგდო ეს ვითომ საარჩევნო პროცესი. სინამდვილეში რაც არის გასაკეთებელი, ეს არის ერთად დაჯდომა და საუბარი, ერთობლივად ვის რა რესურსი გვაქვს და ვის რა რესურსის ჩადება შეუძლია. ჩვენ გვაქვს მოსაფიქრებელი პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჩვენებს და მოგვცემს შესაძლებლობას, გამოვიყენოთ ჩვენი სიმრავლე, სადაც ჩვენ ვიქნებით უფრო ორგანიზებულები. მე მესმის, რომ "ლელოს" ლიდერშიფს განწყობა აქვს, რომ კარგი იქნება, თუ არჩენებში ყველა ერთად შევალთ, მაგრამ თუ ერთობლივი გადაწყვეტილება არ იქნება, ისინი მაინც მიიღებენ მონაწილეობას, მე ეს პოზიციია ჯერ არ მომისმენია . თუ რა იქნება ერთობლივი პოზიცია, მემგონი კარგად ესმის მამუკასაც და ბადრისაც", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები