მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. მისი თქმით, საქმეში ყველა ინსტიტუცია ჩაერთვება, მათ შორის, საკითხის მოგვარება მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე მოხდება.
მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდმივად დაკავებული ვარ იმით, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს, სხვა და სხვა საშუალებებით, რაც მე გამაჩნია, რასაც მე უფლებამისილება მანიჭებს.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ასე რომ, ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს ჩათვლით, ელჩების, მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე. ჩვენ ყველანი ამით ვიქნებით დაკავებული, - განაცხადა ზელენსკიმ.