"ოცნებამ" ტოტალიტარულ ჩინეთსა და რუსეთისკენ საგანგაშო გადახვევა გააკეთა - რიში

20.06.25 11:55
"ოცნებამ" ტოტალიტარულ ჩინეთსა და რუსეთისკენ საგანგაშო გადახვევა გააკეთა - რიში

საქართველოს მთავრობა ტოტალიტარული სახელმწიფოს მომავალთან დაახლოებით უზარმაზარ შეცდომას უშვებს, - ამის შესახებ დონალდ ტრამპის პოლიტიკური თანამებრძოლი ჯიმ რიში აცხადებს. ამერიკელი სენატორი პირდაპირ აღნიშნავს, რომ "ოცნებამ" ტოტალიტარულ ჩინეთსა და რუსეთისკენ საგანგაშო გადახვევა გააკეთა. 

საქართველოს მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს ქვეყნის იმ მომავლისგან დაშორებით, რომელიც მის ხალხს სურს და, ერთპარტიული, ტოტალიტარული სახელმწიფოს მომავალთან დაახლოებით.

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო.

სამაგიერიოდ, საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ საგანგაშო გადახვევა გააკეთა ჩინეთსა და რუსეთისკენ, რომელთა ავტორიტარული სტილის მმართველობასაც ისინი მზარდად ბაძავენ, - წერს რიში.  

მსგავსი სიახლეები