კიდევ უფრო მეტს დააპატიმრებენ? ჩაგვსვამენ ციხეში? მით უარესი "ოცნებისთვის"... არავის ეშინია - ბადრი ჯაფარიძე

20.06.25 11:59
კიდევ უფრო მეტს დააპატიმრებენ? ჩაგვსვამენ ციხეში? მით უარესი "ოცნებისთვის"... არავის ეშინია - ბადრი ჯაფარიძე

 

 

წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო განაჩენს დღეს ოპოზიციის სამი ლიდერი ელოდება. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დღეს გახდეს ცნობილი საბოლოო ვერდიქტი მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის საქმეებზე. პროცესები სასამართლოში მიყოლებით არის ჩანიშნული.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიტიკოსები ნებისიმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად არიან. 

კიდევ უფრო მეტს დააპატიმრებენ? ჩაგვსვამენ ციხეში? მით უარესი "ოცნებისთვის"... არავის ეშინია - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს გადაწყვეტილება (პატიმრობის) იქნება მიღებული, ვიმოქმედებთ შესაბამისად, თუ სხვა გადაწყვეტილება იქნება მირებული, ვიმოქმედებთ იმ გადაწყვეტილებსი შესაბამისად. მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა შემთხვევაში. არაფერი შეიძლება იყოს იმაზე უარესი, რაც ჩვენ ვხედავთ "ოცნების" მხრიდან. უდანაშაულოდ არიან ციხეში გამომწყვდეულები მოქალაქეები, პოლიტიკური ლიდერები.

კიდევ უფრო მეტს დააპატიმრებენ? ჩაგვსვამენ ციხეში? მით უარესი "ოცნებისთვის"...  აქ არავის არ ეშინია, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რა რეჟიმი გვიპირისპირდება, რომელიც იყენებს ავტოკრატიული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს, ამიტომ ჩვვენ ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას ქვეყნის გადასარჩენად", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში არიან - ოთხივე მათგან რუსთავის ციხეში არიან შესახლებული. 

 

მსგავსი სიახლეები