ზეწოლაა საჭირო სანქციებით, რაც ერთადერთი სწორი გზაა - “ALDE”-ს ვიცე პრეზიდენტი "ოცნებაზე"

20.06.25 12:12
ზეწოლაა საჭირო სანქციებით, რაც ერთადერთი სწორი გზაა - “ALDE”-ს ვიცე პრეზიდენტი "ოცნებაზე"

“ALDE”-ს ვიცე პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევგენია კრავჩუკი აცხადებს, რომ საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა სესიის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, რადგან იქ ვითარება ყოველდღიურად უარესდება.

კრავჩუკი ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, სანქციები უნდა დაწესდეს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირების, ძირითადად „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის მიმართ.

ზეწოლაა საჭირო სანქციებით, რაც ერთადერთი სწორი გზაა, - აცხადებს ალდეს ვიცე პრეზიდენტი. 

ლიბერალების ჯგუფში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო უნდა იყოს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა სესიის ყურადღების ცენტრში. სიტუაცია არ უმჯობესდება, პირიქით, უარესდება. ამიტომ, ალდემ წამოვიწყეთ ეს დებატები და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ასამბლეა დაუჭერს მხარს და მომავალ კვირას გაიმართება სხდომა.

როგორც იცით, ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ღონისძიებებში არ მონაწილეობს. ძირითადად ეს ტენდენცია ჩამოყალიბდა ე.წ. არჩევნების შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ თუ ევროპის საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს საქართველოს დელეგაციას, ის მხოლოდ „ქართული ოცნების“ და მისი სატელიტი წევრებისგან შედგება. ეს არ არის ოპოზიცია, არამედ, სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ გაგრძელებაა.
 

რაც შეეხება გამოსავალს, მე მაინც ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ვადამდელი არჩევნების, ახალი არჩევნების ჩატარება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების დაკვირვებით, რადგან მათ მონიტორინგის მაღალი სტანდარტები აქვთ.
 

ჩვენ გვესმის, რომ გაყალბება, რომელიც იყო, არ მომხდარა მხოლოდ საარჩევნო ყუთთან. ეს კარგად იყო ორგანიზებული, როგორც ადმინისტრაციულ რესურსზე ზეწოლის, ასევე საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად. ამიტომ, რა თქმა უნდა, არჩევნები კარგი გამოსავალი იქნებოდა და რაც შეეხება სანქციებს, რა თქმა უნდა, რეზოლუციაში მოვითხოვეთ, რომ ის დაუყოვნებლივაა საჭირო. სანქციები უნდა დაწესდეს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირების, ძირითადად „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის მიმართ.
 

ასე რომ, არსებობს გზა, რომ გარკვეულწილად ზეწოლა მოვახდინოთ ყველა დონეზე, მაგალითად, არა საპარლამენტო ასამბლეიდან, არამედ ევროსაბჭოს გენერალურ მდივნის, ალან ბერსეს მხრიდან. და ის მართლაც იმყოფებოდა საქართველოში და ეს, როგორც ვიცი, ზოგიერთმა ქვეყანამ გააკრიტიკა, რადგან ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგზავნოთ სიგნალები, რომ საჭიროა სიტუაციის შეცვლა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, კანონმდებლობის შეცვლა, ნორმალურ კანონმდებლობაზე დაბრუნება, უცხოელი აგენტების კანონის აკრძალვა და ა.შ. მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს არსებული სიტუაციის ლეგიტიმაცია.
 

რაც მთავარია ზეწოლაა საჭირო არა ევროსაბჭოს, არამედ ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ზეწოლაა საჭირო სანქციებით, რაც ერთადერთი სწორი გზაა.

მსგავსი სიახლეები