დაკავების მსგავსად, მოუწევთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით - სააკაშვილის ადვოკატი

03.10.21 14:05
დაკავების მსგავსად, მოუწევთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით - სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალი საფუძველს მოკლებულია და საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. უფლებადამცველის თქმით,  ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და მის გათავისუფლებასთან დკავშირებითაც სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის პოლიტიზირებული საქმეები და ამ საქმეების გარშემო არ არსებობს მტკიცებულებები, ამ საქმეებში არ არის კნაონიერება, შესაბამისად, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს მიშას ბრალდების და შემდეგ დაკავების თაობაზე, მოუწევთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მისი გათავისუფლების შესახებ, - ამბობს უფლებადამცველი. 

მსგავსი სიახლეები