20 ივნისის მოვლენები მხოლოდ გახარიას პასუხისმგებლობა არ არის - აქციაზე დაზარალებულები
20 ივნისის აქციაზე დაშავებული ადამიანები "პირველებთან" მომხდარს იხსენებენ. ამბობენ, რომ მძიმე დაზიანებების მიუხედავად, ხელისუფლებამ მათ სათანადო ყურადღება არ მიაქცია და მომხდარზე არც შესაბამისი გამოძიება აწარმოა.
20 ივნისის აქციაზე ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, ამბობს, რომ სურს, ყველაფერს ფარდა აეხადოს. ამასთან, სჯერა, რომ ამ მოვლენებში მხოლოდ გიორგი გახარია ვერ იქნება პასუხისმგებელი, რადგან ყველასთვის ცხადია, ვინ იღებს და იღებდა ქვეყანაში გადაწყვეტილებებს.
ძალიან მძიმე დავშავდი. თავის ქალა მქოდან ახდილი. ტვინი დაზიანდა ანუ ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო დამიზიანდა, მარცხენა მხარეს ვიყავი პარალიზებული. თავიდან ბურტყუნით ვლაპარაკობდი. მიჭირს გადაადგილება და ხელი არ მემორჩიება საერთოდ. არ გამოიძიეს საქმე. დაზარალებულად მცნეს, იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. რეალურად, ყველაზე მძიმე დაზარალებული ხარო, მეუბნებოდნენ. მე რომ დამეშავებინა რამე, ხომ ეგრევე გამოიძიებდნენ? თავის თავს ხომ არ დაიდანაშაულებენ? ერთმანეთს ხელს აფარებენ. მე ვფიქრობ, რომ ცოტა მეტი ყურადღებაც შეიძლება, რომ გამოიჩინონ. ბევრს არ ვითხოვ, ვითხოვ იმას, რაც კანონით მეკუთვნის. მაიგნორებენ. არის რამდენიმე კეთილი ადამიანი, ვინც ყურადღებას მაქცევს და მეხმარება.
როგორ შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ გიორგი გახარია იყოს დამნაშავე, როცა გადაწყვეტილებებს, ყველამ კარგად ვიცით, ქვეყანაში ვინ ღებულობს. გიორგი გახარია დააწინაურეს და თუ დამნაშავე იყო, რატომ დააწინაურეს? მე მინდა, რომ ყველაფერს ფარდა აეხადოს, - ამბობს 20 ივნისს დაზარალებული.
"ნაციონალური მოძღაობის" ერთ-ერთ ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი, რომელსაც ასევე დაზარალებულის სტატუსი აქვს, ამბობს, რომ 20 ივნისის საქმეზე გამოძიება ასრულფასოვნად არ მომხდარა და არც დამნაშავეები დასჯილან. მისი თქმით, მომხდარი არა მხოლოდ გახარიას, არამედ მთლიანად სისტემის ბრალეულობაა და ივანიშვილი ახლა ცდილობს, ჩირქი მხოლოდ ყოფილ შსმინისტრს მოსცხოს.
კონკრეტული პერსონის ბრალი ეს ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეს არის ივანიშვილის სისტემის ბრალი და იმ რუსული სისტემის ბრალი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, თუმცა ბუნებრივია, რომ გახარია, რომელმაც არასდროს ილაპარაკა სიმართლე ამ წლების მანძილზე, ამოარჩია ივანიშვილმა იმისთვის, რომ მთელი ეს ჩირქი მოსცხოს გახარიას. 20 ივნისის საქმე არის გამოუძიებელი, მეც მაქვს დაზარალებულის სტატუსი. ამ საქმეზე სრულფასოვანი გამოძიება არ ყოფილა, დამნაშავეები არ დასჯილან, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
20 ივნისის მოვლენებიდან ექვსი წელი გავიდა, თუმცა დაზარალებული დათვალებდათხრილი აქტივისტებისთვის არაფერი შეცვლილა. სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი პირები, ისინი ვინც მშვიდობიან მომიტინგეებს დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს, ამ დრომდე თავისუფლებაზე არიან.
ანტისაოკუპაციო აქციის სასტიკი მეთოდებით დარბევის გამო, ორმაა ადამიანმაა თვალი დაკარგა, ზოგმა მხედველობა, სხეულის სხვადასხვბა სახის დაზიანება ჯამში 240-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. სამართალი ამ დრომდე ვერ იპოვა.