"ოცნება" გახარიას წინააღმდეგ - ივანიშვილის პარტიაში ექსპრემიერის პასუხისმგებლობაზე გავრილოვის ღამიდან 6 წლის თავზე ალაპარაკდნენ

20.06.25 16:02
"ოცნება" გახარიას წინააღმდეგ - ივანიშვილის პარტიაში ექსპრემიერის პასუხისმგებლობაზე გავრილოვის ღამიდან 6 წლის თავზე ალაპარაკდნენ

20 ივნისის მოვლენებიდან 6 წლის თავზე "ქართული ოცნება" მიანიშნებს, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ შესაძლოა, არაპროპორციული ძალა ყოფილიყო გამოყენებული. ივანიშვილის გუნდში გამოძიების საჭიროებაზე ერთხმად ალაპარაკდნენ. ამბობენ, რომ დაგეგმილ ოპერაციასთან დაკავშრებით არაერთი კითხვა გააჩნიათ. 

მიუხედავად იმისა, რომ სახელწმიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა, როდესაც ხდება თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, პოლიციაზე, სხვა სახელმწიფო შენობებზე, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, სწორად დაგეგმილი და სწორად გამოყენებული. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად, ჩვენც გვაქვს შეკითხვები. შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, თუ რა იყო მიზეზები, იყო თუ არა პროპორციულად ძალა გამოყენებული, ხომ არ ჰქონდა გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ძალის გამოყენებას და ა.შ., - ამბობს პაატა სალია. 

გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს "ოცნების" კიდევ ერთი ლიდერი გია ვოლსკი. მისი თქმით,ს აჭიროა დადგინდეს, რატომ მოხდა აქციის დაშლის ოპერაციის იმრიგად დაგეგმვა, რომ ადამიანებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგათ. 

გამოძიებაა საჭირო იმის, რატომ მოხდა საპოლიციო ოპერაციის ასე რიგად დაგეგმვა, როდესაც თავად პოლიციელები იყვნენ სერიოზულად დაშავებულები, საათების განმავლობაში მათზე შეტევა მიმდინარეობდა, როცა შეიძლებოდა, სხვანაირად დაგეგმილიყო და რასაკვირველია, ამის შემდეგ ადამიანებს კიდევ მიადგათ ისეთი ფიზიკური ზარალი, ცივსისხლიანად ნათქვამია, გძრელვადიანი, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანების ცხოვრებას დაამჩნია კვალი, - ამბობს ვოლსკი.  

ივანიშილის გუნდის კიდევ ერთი წევრი გიორგი კახიანი კი სტრასბურგის გადაწყვეტილებას იშველიებს, რომელმაც, მისი თქმით, ხელისუფლებას 20 ივნისის საქმის საფუძლიანად გამოძიება დაავალა. 

20 ივნისის აქციის შემდგომ გვყავს დაზარალებული ადამიანები, რომლებაც მიიღეს ისეთის ახის დაზიანებები, რომელიც მათ, სამწუხაროდ, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ და ბუნებრივია, ყველაფერ ამან თავის დროზეც გააჩინა კითხვები და ამას კიდევ დაემატა ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ავალდებულებს ხელისუფლებას, მოიკვლიოს, ხომ არ ჰქონდა ისეთ მოქმედებებს ადგილი ამ ოპერაციის განხორციელების დროს, რომლის საჭიროებაც, უბრალოდ, არ არსებობდა და არაპროფესიონალურ მოქმედებებზე ხომ არ არის საუბარი, - ამბობს გიორგი კახიანი.  

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისია 20 ივნისის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.  

მსგავსი სიახლეები