მოსამართლე შარაძემ ბადრი ჯაფარიძის პროცესი 23 ივნისს გადადო

20.06.25 15:45
მოსამართლე შარაძემ ბადრი ჯაფარიძის პროცესი 23 ივნისს გადადო

ბადრი ჯაფარიძის პროცესი 23 ივნისს, 17:00 სათზე გადაიდო - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო. 

  • "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერს, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ.

სავარაუდოდ, სწორედ 23 ივნისს გაირკვევა, გაუშვებს თუ არა სასმართლო ბადრი ჯაფარიძესაც ციხეში, თუ გამოიყენებს სხვა სახის საჯელს.

ბადრი ჯაფარიძე დღეს საკუთარ პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.

საგამოძიებო კომისია ფუნქციონირებს კონსტიტუციის დარღვევით, საგამოძიებო კიმსიიას დაბარების გადაწყვეტილება უნდა მიეღო სხდომაზე, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს თავმჯდოამრე და მდივანი, ასე წერია კანონში. საგამოძებო კომისიის თავმჯდომარე გვეუბნება, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სხვაგან სამუშაო შეხვედრაზე. სადაც არ უნდა ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, ფიზიკური სახით არ არსებობს. სიგნალზე როცა გაეგზავნა, თვითონ მოსამართლემ ნახა და დაადასტურა აღკვეთის ღონისძიების განხილვისას, რომ გახსნილი არ არის სიგნალი. რაც შეეხება ჩაბარებას, არ არსებოსბ ჩაბარების დასტური", - ამბობს ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი.  

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში არიან - ოთხივე მათგან რუსთავის ციხეში არიან შესახლებული. 

 

მსგავსი სიახლეები