დაშინება, ზეწოლა და ამომრჩევლის ხმის მოსყიდვა - საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მწვავე შეფასება

03.10.21 15:22
დაშინება, ზეწოლა და ამომრჩევლის ხმის მოსყიდვა - საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მწვავე შეფასება

დაშინება, ხმების მოსყიდვა, ზეწოლა კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე - სადაკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ალბერტ ჯონსონი საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს უმწვავესად აფასებს. უცხოელი დიპლომატის განცხადებით, ქვეყანაში არჩევნები პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაიმართა. მისი თქმით, დაშინების, ზეწოლის და ხმების მოსყიდვის გარდა, ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასაც. 

2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები, ზოგადად, კარგად მართული გახლდათ, მაგრამ ის გაიმართა გაწელილი პოლიტიკური პროცესის ფონზე და იმ პერიოდში, რომელიც მკვეთრი პოლარიზაციით ხასიათდებოდა. კანდიდატებმა შეძლეს, რომ კამპანიაში მიეღოთ მონაწილეობა თავისუფლად, კონკურენტულ გარემოში, თუმცა ამ პერიოდში აღინიშნებოდა ფართოდ გავრცელებული, რომელიც უკავშირდებოდა დაშინებას, ხმების მოსყიდვას და ზეწოლას კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე და არათანაბარ გარემოს. სამართლებრივი ჩარჩო, ზოგადად, გახლავთ მხარდამჭერო დემოკრატიული არცევნებისა და საარჩევნო მზადების პროცესი გახლდათ გამჭვირვალე და პროფესიონალურად მართული. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეროვნულ პრობლემებზე და არჩევნებს ზეგავლენა ჰქონდა  ეროვნულ პოლიტიკაზე და ამ პროცესებმა გადაჩრდილა ადგილობრივი გამოწვევები, მრავალფეროვანი მედიალანშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული, ხდებოდა მცირე ანალიტიკური გაშუქება და შერჩევითი გაშუქება, რამაც მოგვიანებით შეზღუდა ამომრჩევლის შესაძლებლობა გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. ასევე, დაშინების შემთხვევებმა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებები გახდა შეშფოთების საგანი, - განაცხადა ჯონსონმა.  

 

 

მსგავსი სიახლეები