სასამართლოში მამუკა ხაზარაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს - ოპოზიციონერი სხდომას არ ესწრება

20.06.25 17:01
სასამართლოში მამუკა ხაზარაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს - ოპოზიციონერი სხდომას არ ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ასამართლებენ. ის დღევანდელ სხდომას არ ესწრება.

საქმეს მოსამართლე ზვიად შარაძე განიხილავს, სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, რა სახის სასჯელი იქნება გამოტანილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ.

ამ წუთებში სხდომაზე დასკვნით სიტყვას ამბობენ მამუკა ხაზარაძის ადვოკატები. 

ცნობისთვის, დღეს იგივე მოსამართლემ, ზვიად შარაძემ კიდევ ერთი "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საქმე განიხილა და პროცესი 23 ივნისს გადადო.

  • შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში არიან - ოთხივე მათგან რუსთავის ციხეში არიან შესახლებული. 

მსგავსი სიახლეები