მოსამართლე შარაძემ მამუკა ხაზარაძის პროცესიც 23 ივნისს გადადო
მოსამართლე შარაძემ, წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების საქმეზ, ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, "ძლიერი საქართველო"კიდევ ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პროცესიც 23 ივნისს გადადო.
სავარაუდოდო, სწორედ 23 ივნისს გაირკვევა, რა სახის სასჯელს დააკისრებს სასამართლო "ძლეირი საქართველოს" ლიდერებს.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს საკუთარ პროცესებს არ ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში არიან - ოთხივე მათგან რუსთავის ციხეში არიან შესახლებული.