ხაბეიშვილი: ივანიშვილის ცირკი - “სასამართლო” განიხილავს წულუკიანის და წილოსანის საჩივრებს ჩემს წინააღმდეგ
საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს - როგორც "ნაციოანლური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს, მას Facebook პოსტის გამო "ოცნების" წევრებმა, თეა წულუკიანმა და ნინო წილოსანმა უჩივლეს.
ივანიშვილის ცირკი - “სასამართლო” ამ წუთებში განხილავს თეა წულუკიანის საჩივარს ჩემს წინააღმდეგ - Facebook პოსტის გამო, სადაც ენის ამოგლეჯას დამპირდა, დამემუქრაო... მას შემდეგ, რაც ანწუხელიძის მიმართ გააკეთა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადება.
მარტო არ არის წულუკიანი, აქეთ ნინო წილოსანი ჩივის ნაძირალა მიწოდაო - ეს არის მათ მიერ დადღაბნილი, სადამსჯელოდ შედგენილი ქაღალდები", - წერს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, "ოცნების" წევრების საჩვრების საფუძველზე, რომელიც ძირითადად ფბ-პოსტებს ეხებოდა, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად უკვე არაერთი სამოქალაქო აქტივსტი, ჟურნალიტი და პოლიტიკოსი გამოაცხადეს და დააჯარიმეს.