კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს, ჩემი სოლიდარობა ნინო დათაშვილს-მამუკა ხაზარაძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამოქალაქო აქტივისტის, ნინო დათაშვილის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ “ქვეყნაში კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს“
ხაზარაძე დათაშვილს სოლიდარობას უცხადებს და საზოგადოებას ბოლომდე ბრძოლისკენ მოწუოდებს.
კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ქალი გვყავს. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ნინო დათაშვილს!
ბრძოლა ბოლომდე, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასამხობად!,- წერს ხაზარაძე.
ცოტა ხნის წინ, აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დათაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.