დაკვირვების უფლების შეზღუდვა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა - ISFED-ის შეფასება

03.10.21 15:56
დაკვირვების უფლების შეზღუდვა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა - ISFED-ის შეფასება

ხმის მიცემის ფარულობის, ბიულეტენის გაცემის და მარკირების პროცესის დარღვევები -  არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების"  აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე თვითმმართველოლბის არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. 

ჩვენი მონიტორინგის მისიის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში და კანონის მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობდა. თუმცა, გამოიკვეთა ტენდენციები, რომლებმაც საარჩევნო გარემოზე უარყოფითად იმოქმედა. უბნის შიგნით დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დაცულობის არა ერთი ფაქტი. უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტაციის ხმის მიცემა და ასევე, მარკირების პროცედურების დარღვევებით ხმის მიცემის ფაქტები. ასევე, დაფიქსირდა  რეგისტრატორების მიერ ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა და ასევე, შესამჩნევი იყო "სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებლებზე მტრული გარემოს შექმნა და მათთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა. ჩვენ დავაკვირდით გარე პერიმეტრებსაც და პრობლემები იყო ზოგიერთი უბნის მიმდებარედ არსებული გარემო, სადაც გამოიკვეთა ამომრჩეველტა მობილიზების , აღრიცხვის და სავარაუდო მოსყიდვის არა ერთი ფაქტი. პრობლემას წარმოადგენდა პარტიების კოორდინატორების, ასევე, ცალკეული ორგანიზაციების წარმომადგენლების და დაუდგენელი პირების შეკრება, რომლებიც ასი მეტრი რადისუში, ან ოდნავ მოშორებით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯგუფურად  იმყოფებოდნენ, - განაცხადა დოლიძემ. 

დოლიძის თქმით, არასამთავრობო როგანზიაციის წარმომადგენლებმა ამ ეტაპისთვის სამივე დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში 260 საჩივარი და 60 შენიშვნა აქვს შეტანილი.

მსგავსი სიახლეები