ჯარიმა თუ პატიმრობა - ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე განაჩენის მოლოდინში არიან
ყურადღების ცენტრი საქალაქო სასამართლო 23 ივნისს დილის 10:30 საათიდან იქნება. სწორედ ამ დღეს გამოცხადდება 4 პოლიტიკური ლიდერის საქმეზე განაჩენი. ზურა ჯაფარიძიძე, ნიკა მელია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ამ თანმიმდევრობით გაირკვევა პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში გაუშვებენ თუ ჯარიმებს დააკისრებენ.
დაპატიმრების შემდეგ "პირველებს" ინტერვიუ ზურა ჯაფარიძემ მისცა. პოლიტიკური პროცესებს ახლა ის თვალს უკვე რუსთავის ციხიდან ადევნებს. ფიქრობს, რომ ბოლო კვლევამაც, რომელიც ახლა გამოქვეყნდა, გამოაჩინა, რომ ოპოზიციას გაერთიანების გარდა სხვა გზა უბრალოდ არ აქვს.
ოპოზიციის ლიდერებს შესაძლო მოქმედების ბოლო დღეები რჩებათ. არავინ იცის, რა გადაყვეტილება აქვს მათთვის მომზადებული მოსამართლეს. პროცესები, სადაც, წესით, განაჩენი გამოცხადებული უნდა იყოს, ერთი მეორეს მიყოლებით იდება.
მამუკა ხაზარაძე სასამართლო სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. მან გასულ პროცესზე თქვა, რომ სასამართლოს არ ენდობა და ცირკში მონაწილეობაზე უარი თქვა. ეს იცოდა მოსამართლემაც, თუმცა სხდომა მაინც გადადო. ხაზარაძის ადვოკატები უხსნიდნენ მოსამრთლეს, რომ კომისია, რომელზე გამლუცხადებლობის გამოც ოპოზიციის ლიდერს ასამართლბენ, არალეგიტიმურია და შესაბამისად, იქ არგამოცხადებაც კანონდაღვევად ვერ ჩიათველება.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.