6 წელი გავრილოვის ღამიდან და პასუხგაუცემელი კითხვები - რა მოტივაციით განაახლა გამოძიების პროცესი „ოცნებამ“
პარლამენტის შენობის წინ შადრევანი დღეს მოქალაქეებმა წითლად შეღებეს. 6 წლის წინ ამ ადგილას ქვეყანაში პირველი მასშტაბური ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ სისხლიანი სპეცოპერაციით ჩაახშო. 200-ზე მეტი დაზარალებული, მხედველობა და კიდურებდაკარგული მოქალაქეები სამართალს 6 წელია ეძებენ. "ქართულმა ოცნებამ" კი გამოძიება სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან 1 წელში განაახლა და სავარაუდოდ, არა შემთხვევით.
ხელახალი გამოძიება საქართველოს სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ დაავალდებულა. საერთაშორისო მართლმსაჯულებამ 20 ივნისის საქმეზე დაასკვნა, რომ მოვლენები ქართულმა სასამართლომ არასათანადოდ გამოიძია და დაირღვა აქციის მონაწილეთა უფლებები. თუმცა, გამოძიების მიკერძოება ამ საქმეში არ არის ერთადერთი პრობლემა.
20 ივნისის აქციის მონაწილე დავით ფარადაშვილი, რომელსაც, სავარაუდოდ, მხუთავი აირის ჭუვრმა თავის ქალა დაუზიანა, დღემდე სახელმწიფოს უყურადღებობაზე ჩივის. მიღებულმა ტრავმებმა ეტლს მიაჯაჭვა, ერთ მხარეს კიდურები აქვს პარალიზებული. ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არც კუთვნილი ფინანსური დახმარება მიუღია. სტრასბურგმა ამ მოქალაქეების უფლებების დარღვევის გამო სახელმწიფოსკომპენსაცია დაავალა.
გავრილოვის ღამიდან 6 წლის შემდეგაც არ არსებობს პასუხები კითხვებზე, რომელიც უმეტესად მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს მიემართება. ერთია, ვინ გასცა დათვის ტყვიების გამოყენების ბრძანება და მეორეა, საერთოდ, რატომ აღმოჩნდა სპეცრაზმელთა არსენალში.
"ოცნების" რიტორიკა ძალის პროპორციულობის შესახებ მხოლოდ ახლა შეიცვალა. თუ აქამდე ივანიშვილის გუნდი ირწმუნებოდა, რომ მათ ძალადობრივი აქცია სათანადო ძალებით დაშალეს, ახლა მოულოდნელად კითხვები გაუჩნდათ. არ არის გამორიცხული, მთელი პასუხისმგებლობა გიორგი გახარიას დააკისრონ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.