ვაშინგტონის პოლიტიკური დიაგნოზი - რა გზავნილები მიიღო "ოცნებამ" აშშ-დან
პრეზიდენტ ტრამპის გუნდის გავლენიანმა წევრმა "ქართული ოცნების" გუნდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. ერთპარტიულ ტოტალიტარულ მმართველებად გამოაცხადა, რომლებიც სულ უფრო ჰბაძავენ რუსეთის და ჩინეთის მართვის სტილს.
ჯიმ რიში ამბობს, რომ "ოცნება" შეცდომას შეცდომებზე უშვებს და ღალატობს საქართველოსა და შეერთებული შტატების საერთო ღირებულებებს.
სენატორი რიში ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირია. მას შტატების პრეზიდენტმა, გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, მხარდაჭერა საჯაროდ არაერთხელ გამოუცხადა. სენატორი მეგობარი აქტის თანასპონსორი და ივანიშვილის გუნდის დასნაქცირების მთავარი ლობისტია, ამიტომ რასაც რიში ამბობსს, პრაქტიკილად, თანხვედრაშია პრეზიდენტი ტრამპის გუნდის მიდგომებთან.
რა რესურსი აქვს "ოცნებას", აღადგინოს შტატებთან დაკარგული სტრატეგიული პარტნიორობა? თინა ხიდაშელი ამბობს, რომ რესურსი არის მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ ქვეყანაში დემოკრატიულიი მმართველობა აღდგება.
ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს, რომ ივანიშვილის პარტიას პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევის და დემოკრატიული უკუსვლის გამო დააკისროს. ორშაბათს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დღის წესრგშია ჩასმული. ამ განხილვის წინ ამერიკის უშიშროების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ახლა ევროკავშირმა და შტატებმა ერთად უნდა იმოქმედონ.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.