რუმინეთის პრეზიდენტს საგანგაშო სიმართლეზე ვესაუბრე - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი რუმინეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს - სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ნიკუშორ დანისთან 26 ოქტომბრის არჩევნებსა და "ქართული ოცნების" მიერ აღებული გეზის თაობაზე ისაუბრა.
მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ნიკუშორ დანისთან. მე მას საგანგაშო სიმართლეზე ვესაუბრე: არჩევნების მანიპულირება მოხდა, თავისუფლება იზღუდება და რეჟიმი ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს. საქართველოს ევროპული გზა ევროკავშირმა უნდა დაიცვას. შავი ზღვის სტრატეგია სასწორზეა". - წერს სალომე ზურაბიშვილი.