"ვისაუბრებთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით" - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილთან შევიდა

03.10.21 15:59
"ვისაუბრებთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით" - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილთან შევიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან რუსთავის მე- 12 პენიტენციურ დაწესებულებაში  ცოტა ხნის წინ ენმ-ს წევრი, ეკა ხერხეულიძე შევიდა. ხერხეულიძის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილთან არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ისაუბრებს. 

ენმ-ს წევრი ასევე, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ვლადიმერ ზელენსკის ეს ნაბიჯი ადამიანურად მისასალმებელია, თუმცა მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან ისევ სხვა ქვეყანაში გატანება, მათი გუნდისთვის მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის. 

ნებართვა მაქვს საპატიმროში შესვლის. ცხადია, სასაუბრო ბევრია, მის დაკავებასთან დაკავშირებით, ასევე, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი წილი საუბრის დაეთმობა გუშინდელ დღეს და ხვალინდელ დღეს, ზეგინდელ დღეს, მეორე ტურებში, ვთქვათ, ჩვენს კამპანიას. სასაუბრო იქნება როგორც ადამიანური, ასევე, პოლიტიკური თემები და ამის შესახებ რომ გამოვალ შემიძლია დეტალურად ვისაუბრო. ბევრი რამ შეუძლია პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, მაგრამ ჩემთვის აქ სასიხარულო არაფერია, ერთის მხრივ, მისი მამაცი პოზიცია ამასტან დაკავშირებით, რომ ის არ თმოქბს უკრაინის მოქალაქეს და მის მეგობარს ციხეში, არის ადამიანურად მისასალმებელი, იმიტომ, რომ ამას გამბედაობა სჭირდება, მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შემოსული მისი რისკის ფასად ქვეყანაში გავატანეთ ისევ სხვა ქვეყანას, ჩემთვის ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი, - თქვა ხერხეულიძემ საპატიმროში შესვლამდე. 

მსგავსი სიახლეები