ეუთო/ოდირმა არჩევნები საკმაოდ კარგად შეაფასა - შალვა პაპუაშვილი

03.10.21 16:34
ეუთო/ოდირმა არჩევნები საკმაოდ კარგად შეაფასა - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ მოვისმინეთ ეუთო-ოდირის მხრიდან, რომ ეს იყო თავისუფალი და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მმართველი გუნდის წევრი საერთაშორისო სადაკვირვებლო მისიის შეფასებით კმაყოფილია და ამბობს, რომ თვითმმართველობის არცევნები  ორგანიზებულად , გაჭვირვალედ  და მშვიდ გარემოში ჩატარდა. 

ჩვენ მოვისმინეთ რამდენად კარგად შეაფასეს მათ არჩევნები. ჩვენ მოვისმინეთ ეუთო-ოდირის მხრიდან, რომ ეს იყო თავისუფალი და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ ისინი ულოცავენ საქართველოს. ეს არჩევნები იყო მომწიფებული და მშვიდ გარემოში ჩატარებული და ეს იქნება მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ეს შეფასებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამით ჩანს რამდენიმე რამე; ერთი, რომ ის საარჩევნო რეფორმა, რომელიც გატარდა და ჩემთვის ეს განსაკუთრებულად სასიხარულოა, ხაზგასმით შეფასდა სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც არსებობს როგორც  წარმატებული და დადებითი. გარდა ამისა, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არსებობს ნდობა სიების მიმართ, ის, რომ კამპანია იყო კონკურენტუნარიანი, ის, რომ არჩევნების დღეს ჩატარდა ორგანიზებულად , გაჭვირვალედ  და მშვიდ გარემოში, ის, რომ ხმის მიცემის პროცესი იყო გამართული, ასევე ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ  პროცესის ტექნიკური ნაწილი ეფექტიანად მართა, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები