ცესკოს მონაცემები და პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა ერთმანეთს - ცესკო
"საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემები და პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა ერთმანეთს" - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. ცესკოში ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურნენ.
კენჭისყრის დღემ მშვიდ, კონკურენტულ და გამჭირვალე გარემოში ჩაიარა.მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო დამკვირვებლებს, პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ და გავითვალისწინებთ მათ მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს არჩევნების მეორე ტურისთვის.
მინდა, გამოვეხმაურო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის შედეგებს. საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემები და პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა ერთმანეთს, რაც ადასტურებს, რომ ცესკოს წინასწარი მონაცემები ზუსტად ასახავს ამომრჩევლის ნებას, რომელიც მათ საარჩევნო უბნებზე თავისუფალ და გამჭირვალე გარემოში გამოხატეს. ცესკოს წინასწარი მონაცემები ასევე თანხვედრაშია ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებთან", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.