მამუკა ხაზარაძე რეზო კიკნაძეს: გთხოვ, ნუ აჰყვები პროვოკაციას!
"ლელო-ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაზე პროევროპულ აქციაზე დაკავებულ პატიმარს, რეზო კიკნაძეს მიმართავს.
ხაზარაძე სინდისის პატიმარს სთხოვს, არ აჰყვეს "დეზინფორმაციას".
პოლიტპატიმარ რეზო კიკნაძის წერილი წავიკითხე. ჩემი მამა-შვილური თხოვნაა, ნუ აჰყვები დეზინფორმაციას. ესაა სწორედ, სადაც ბიძინა იგებს, გათიშვით, პროვოკაციით, დაპირისპირებით… ან რა საქმე მაქვს მე საკნის შეცვლასთან, ან ციხესთან?
მაკრიტიკე რამდენიც გინდა, სწორედ განსხვავებულ აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება. ისე, დიდი ალბათობით, მეც დამიჭერს და შესაძლოა, ერთ საკანშიც აღმოვჩნდეთ.
ბევრი დრო გვექნება ვისაუბროთ და შევთანხმდეთ, როგორ გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული რეჟიმისგან. მთავარია, კარგად ვიცოდეთ, სად და ვინ არის მტერი და ვინ მოკავშირე.
გთხოვ, ნუ აჰყვები პროვოკაციას!"- წერს ხაზარაძე.
რევაზ კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ საკუთარი საკნიდან გადაიყვანეს და "მიზეზად მამუკა ხაზარაძის კრიტიკა დაუსახელეს".