ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოვალე გახდა

21.06.25 21:17
ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოვალე გახდა

საქართველოს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოვალე გახდა - „ბანკი ქართუდან“ ნათია თურნავამ და მისმა მეუღლემ, დავით ვეშაპიძემ დიდი ოდენობით იპოთეკური სესხი, ერთი და იმავე დღეს, 2025 წლის 28 იანვარს აიღეს.  

  • ახლა ნათია თურნავას ბინა ვაკეში, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული და მისი მეუღლის სახელზე გაფორმებული, მშენებარე სახლი ჯაფარიძის ქუჩაზე „ქართუ ბანკში“ იპოთეკით არის დატვირთული.

დოკუმენტებით დგინდება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ, დავით ვეშაპიძემ ერთდროულად, "საქართველოს ბანკიდან" გამოტანილი იპოთეკური სესხი, სწორედ „ქართუ ბანკის“ კრედიტით ვადაზე ადრე გადაფარეს.

„შაბათის ეთერის“ ინფორმაცით, "ქართუ ბანკის“ იპოთეკური სესხებს კერძო პირებზე არ გასცემს - ანუ ყველა მსურველს ბინის უზრუნველყოფით სესხის აღება არ შეუძლიათ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ბოლო დეკლარაციის თანახმად, ორი იპოთეკური და ერთ საინვესტიციო სესხი ჰქონდა "საქართველოს ბანკიდან". სესხის აღების მომენტისთვის ჯამური თანხა მილიონ 700 ათასი ლარს აღწევდა, დეკლარაციაში არ არის მითითებული, ნათია თურნავამ, რამდენი ისესხა ივანიშვილის ოჯახის ბანკიდან, რომ სხვა ბანკის ვალები გადაეხადა.

ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილის იმ ახლო გარემოცვის წევრებს შორის მოხვდა, რომელიც ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს. 

  •  ეს რეზოლუცია 2025 წლის 13 თებევრალს დამტკიცდა, ივანიშვილის ოჯახის ბანკიდან თურნავამ და მისმა ქმარმა, სხვა ბანკებიდან აღებული ვალების გადასაფარად სესხი სამი კვირით ადრე, 2025 წლის 23 იანვარს მიიღეს. ამ დროს უკვე არსებობდა, საჯარო განცხადებები და მოწოდებები ივანიშვილის ახლო გარემოცვის სანქცირების შესახებ.

ასევე "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ნათია თურნავა მილიონ ლარზე მეტს, არა ბანკის ანგარიშებზე, არამედ ბანკის სეიფებში ინახავს: 

  • 375 ათასი დოლარი, მილიონი ლარზე მეტი ბანკის სეიფშია, ამავე სეიფში ინახება ნათია თურნავას კუთვნილი კიდევ 60 ათასი ლარი. 
  • სეიფშია გადანახული ნათია თურნავას მეუღლის კუთვნილი კიდევ 30 ათასი ლარი,  50 ათასი ევრო და 125 ათასი დოლარი. 
  • ჯამში ნათია თურნავას ახლა ბანკის სეიფში მილიონ 600 ათას ლატრზე მეტი აქვს შენახული. 

 

მისცა თუ არა მისი ბანკიდან გაცემულისესხით ივანიშვილმა გარანტიები თურნავას ოჯახს, რომ ფინანსური პრობლემები არ შეექმნებოდათ? - ვრცლად ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები