"ნაციონალური მოძრაობა" უკვე მერვედ დამარცხდა "ქართულ ოცნებასთან" - პრემიერი

03.10.21 17:15
"ნაციონალური მოძრაობა" უკვე მერვედ დამარცხდა "ქართულ ოცნებასთან" - პრემიერი

"ქართულმა ოცნებამ" მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი ღარტიბაშვილი დარწმუნებულია, რომ იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება გახდა, "ქართული ოცნების" კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ. 

ღარიბაშვილი ასევე, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა ვერ შეძლო. 

არჩევნები სადამაკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მხრიდან შეფასდა ცალსახად პოზიტიურად. "ქართულმა ოცნებამ" მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპივა მოსახლეობის ნდობა და მართის მანდატი. ამისთვის მე მინდა ჩემი გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს მსოსხლეობას, ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის. "ნაციონალური მოძრაობა" და დესტრუქციული ძალები კიდევ ერთხელ, უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და "ქართულ ოცნებასთან" ბრძოლაში. მოგეხსენებათ, რომკ ოპოზიციამ ვერ შეძლო მიეღწია სასურველი მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31%-ში დაინიშნა მეორე ტურები. აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლანმენტო არჩევნებისას მეორე ტური დაინიშნა ოლქების 56%-ში. შესაბამსიად, ეს ჩვენთის მისასალმებელი პროცესია და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ და სამართლიან გარემოს, რომელიც საქართველოშ სწორედ "ქართული ოცნების" ძალისხმევით შეიქმნა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატები, 20-ივე საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ და ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა, - განაცხადა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები