საპატრიარქომ ხუჯაბის ეპისკოპოსის განჩინება შეაჩერა - გიორგი ჯამდელიანის პირველი კომენტარი

22.06.25 11:44
საპატრიარქომ ხუჯაბის ეპისკოპოსის განჩინება შეაჩერა - გიორგი ჯამდელიანის პირველი კომენტარი

საპატრიარქოს გაფართოებული სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მეუფე გიორგი ჯამდელიანი "პირველებთან" პირველ განმარტებებს აკეთებს. ამბობს, რომ საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე მან დაწერა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია და ის "საეპისკოპოსო გადაწყვეტიელბას აკნინებს".

ახლა ეპისკოპოსი ელოდება, რომ გადაწყეტილება სინოდის სხდომაზე გადაიგზავნება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ჯამდელიანი ისევ ამბობს, რომ პროკურატურასთან არ თანამშრომლობს, თუმცა, მისი თქმით, მონაზონმა ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა.  

ჩემი პოზიცია გამოცხადებულია ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე. გაეცანით ჩემს განცხადებას და მიხვდებით, გამოიტანთ აზრს, სამართლიანია თუ არა. საზოგდოებამ შეაფასოს და გამოიტანოს აზრი. პროკურატურაას მე არ ვაძლევ ჩვენებას და არც ვთანამშრომლობ, თუმცა კი მონაზონმა დეტალური ჩვენება მისცა პროკურატურას, 16 საათის განმავლობაში იკითხებოდა, მე რამდენადაც ვიცი. ვსარგებლობ ჩემი კონსტიტუციური და სამართლებრივი უფლებით, როგორც მღვდელმთავარი და სასულიერი პირი და არ ვაძლევ ჩვენებას და არც ვთანამშრომლობ. ცხოვრებისეული კრედო მაქვს ასეთი. მე ველოდები წმინდა სინოდის სხდომას, რომელსაც მოიწვევს კათალიკოს პატრიარქი. ია გამოჩდება თეთრიც და შავიც და სიმართლეც. სიმართლე, შეიძლება, დაიჩაგროს დროებით, მაგრამ ჭეშმარიტება და სიმართლე, საბოლოო ჯამში,  ყოველთვის არის გამარჯვებული, - ამბობს ჯამდელიანი. 

საქართველოს საპატრიარქომ შეაჩერა მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განჩინება, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილისთვის ზიარების უფლების 20 წლით შეჩერების შესახებ. 

განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საპატრიარქოს გაფართოებული სონოდალური
 კომისიის  დასკვნადღეს 21 ივნისს გამოქვეყნდა. 

მიმდინარე წლის 8 ივნისს, მაღალმა იერარქმა ამბიონიდან თქვა, რომ ახლო წარსულში ხელისუფლების წარმომადგენელი მის მოწამვლას გეგმავდა და ამ მიზნით მონაზონიც ჰყავდა გადაბირებული, რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა.

 

მსგავსი სიახლეები