სააკაშვილი სრულიად აღფრთოვანებული დარჩა არჩევნების შედეგებით - ხერხეულიძე

03.10.21 17:29
სააკაშვილი სრულიად აღფრთოვანებული დარჩა არჩევნების შედეგებით - ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი არჩვენების შედეგებით კმაყოფილია და თვლის რომ ოპოზიციამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს მეორე ტურშიც.  ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი წერილს გაავრცელებს. ხერხეულიძე სააკაშვილს ციხეში რამდენიმე საათის განავლობაში ესაუბრებოდა. 

სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით რაც მას ვუთხარი, განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი, ესმის რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო გადაწყვეტილება. იცის რომ გაცილებით მაღალი პროცენტია ოპოზიციის მაჩვენებელი.

მას ვკითხე რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება. ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა.განსაკუთრებული სიმტკიცე, განსაკუთრებული ძალისხმევა თხოვა ნიკა მელიას,  იმისთვის რომ მან ეს თავისი დიდი  მონაპოვარი ბოლო გამარჯევამდე მიიყვანოს.

არ გაკვირვებია ზელენსკის განცხადება, იცით რომ მჭიდრო მეგობრეობა აკავშირებთ.  დარწმუნებული იყო მის ასეთ პოზიციაში, მიიღო როგორც მოცემულობა და მოგვიანებით გაავრცელებს წერილს ", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი სიახლეები