კომისიამ გახარიას ონლაინ ჩართვის უფლება წაართვა - ვიკა ფილფანი

22.06.25 15:29
კომისიამ გახარიას ონლაინ ჩართვის უფლება წაართვა - ვიკა ფილფანი

გიორგი გახარიას კომისიამ გამოკითხვაზე ონლაინ ჩართვის უფლება წაართვა - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი ვიკა ფილფანი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილის გუნდი გახარიას სახელმწიფო ტერიტორიების დაცვას ედავება. 

კომისიაზე გამოცხადებულ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, აირჩიოს ონლაინ გამოცხადება თუ ფიზიკურად დაესწრება. ამჯერად, როდესაც გიორგი გახარია უკვე მეორედ დაიბარეს ჩორჩანას საკითხზე, მას ეს უფლება წაართვეს. და პირდაპირ მოსთხოვეს ფიზიკურად ადგილზე ყოფნა. 

ეს კიდევ ერთხელ, ზოგადად, ჩორჩანას თემაც ჩვენთვის ძალიან ცხადყოფს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს "ქართული ოცნება" ედავება საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების დაცვას. კომისიას თავად შეეშინდა, თავად განაცხადა უარი ამ საქმეზე რეალურად გიორგი გახარიას გამოკითხვაზე, იმიტომ, რომ სხვა პასუხი ამას, უბრალოდ არ აქვს, - ამბობს ვიკა ფილფანი.

გიორგი გახარია მზადაა, ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიას დისტანციურად ჩაერთოს. ამის შესახებ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.

განცხადებაში განმარტებულია, რომ პარტიის ლიდერი საზღვარგარეთ იმყოფება, რის გამოც კომისიაზე გამოცხადებას ფიზიკურად ვერ შეძლებს. ამის მიუხედავად, როგორც განცხადებიდან ირკვევა, წულუკიანი გახარიას დისტანციურად ჩართვაზე უარზეა.

 

მსგავსი სიახლეები