ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადახედვა და სანქციები „ოცნებას“ – ბრიუსელი ხვალ საქართველოს შესახებ ისჯელებს
ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადახედვა, სანქციები და დეზინფორმაციასთან ბრძოლა - ეს ის საკითხებია, რომლებსაც საქართველოსთან დაკავშირებით ხვალ ბრიუსელში განხილავენ. უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა საბჭოზე ევროპელი მინისტრების უმრავლესობა მხარს დაუჭერს პერსონალურ სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოში ადამიანის უფლებები დაარღვია, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და ანტიევროპულ კამპანიაშია ჩართული. სანქციების მოთხოვნა ქართველმა პოლიტიკოსებმა დააყენეს იმ პირების მიმართავც, ვისაც "ქართული ოცნება" პოლიტიკური დევნის იარაღად იყენებს და ციხეში უშვებს ახალგაზრდა აქტივისტებს, ქალებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ ლიდერებს.
ხვალ, სავარაუდოდ, გაირკვევა სამომავლოდ რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდასაჭერად რუსული საფრთხეების წინააღმდეგ. პოლიტიკოსების ინფორმაციით, ბრიუსელში ხვალ დეტალურად ისაუბრებენ კონკრეტულ შემთხვევებზე, დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის, აქტივისტების და პოლიტიკოსების საქმეებზე. ასევე რეპრესიულ კანონებზე, რომლითაც "ოცნება" სამოქალაქო საზოგადოებას და თავისუფალ მედიას გაქრობას უპირებს.
ევროკავშირის მიერ პერსონალური სანქციების დაწესება წევრი ქვეყნების სრული თანხმობა სჭირდება. თუ უნგრეთმა უარი თქვა, ევროკავშირი საქართველოში დიქტატურის დამყარებას ხელს სხვა ბერკეტიჩა შეუშლის, - განმარტავს ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის საპარლამენტო მდივანი.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.