დაკავებისას ყველა პოლიციელმა სათითაოდ გადაიღო სააკაშვილთან "სელფი" - ეკა ხერხეულიძე

03.10.21 17:59
დაკავებისას ყველა პოლიციელმა სათითაოდ გადაიღო სააკაშვილთან "სელფი" - ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი დაკავებისას სამართალდამცავები უხეშობით არ გამოირჩეოდნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ციხის ადმინისტრაციის მიმართაც. სააკაშვილის პოზიცია მედიას მისმა თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ გააცნო. 

უბრალოდ, საუბარში მოყვა, რომ მასთან მიმართებით, პოლიციას არანაირი უხეში დამოკიდებულება არ ჰქონია. ძალიან კარგად იქცეოდნენ. ადმინისტრაციის მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, რადგან უხეშობა არ გამოუვლენიათ. მან თქვა, რომ ყველა ვინც, მასთან ასაყვანად ავიდა, ყველა პოლიციელმა სათითაოდ გადაიღო "სელფი". ეს არის ინდიკაცია, ხელისუფლება როგორი ჩამოშლილიაო"- განაცხადა ხერხეულიძემ. 

ენმ-ს წევრმა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. ხერხეულიძე  მესამე პრეზიდენტს შეხვდა და არჩევნების შედეგები გააცნო. 

მსგავსი სიახლეები