პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია - "ლელო" მეორე ტურში გადასულ ოპოზიციის მერობის კანდიდატებს მხარს დაუჭერს

03.10.21 18:11
პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია - "ლელო" მეორე ტურში გადასულ ოპოზიციის მერობის კანდიდატებს მხარს დაუჭერს

"ლელოს" პოლიტიკური გადაწყვეტილება ცნობილია - ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი აპირებს  მხარი დავუჭიროს ოპოზიციურ კანდიდატს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ. 

ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ოპოზიციურ კანდიდატებს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ“,- განაცხადა „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. 

მან საარჩევნო გარემო შეაფასა და თქვა, რომ თვითმმართველობის არჩვნები  ძალადობრივი აქტებით, მოსყიდვით, დაშინების ფაქტებით სავსე იყო. 

ამ არჩევნებს, სამწუხაროდ, ვერ ვუწოდებ თავისუფალს და დემოკრატიულს. ის იყო

სამწუხაროდ, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში დამკვიდრებული პრაქტიკაა და უნდა დავასრულოთ ასეთი ტიპის არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება წარმოუდგენელია.

მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ყველა შეფერხების და ხელოვნური ბარიერისა, „ლელომ“ მაინც შეძლო მიეღწია მნიშვნელოვანი შედეგისთვის, რამდენადაც 25 მუნიციპალიტეტში „ლელოს“ ეყოლება წარმომადგენელი საკრებულოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა პარტიისთვის, რომელიც 2 წლისაც არ გამხდარა.

თბილისის საკრებულოში გვეყოლება ორი წარმომადგენელი, ვფიქრობთ, ფრაქციის შექმნაზე. ბათუმის საკრებულოში ჩვენ 2 წარმომადგენელი გვყავს, თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში, გაუქმდება მაჟორიტარული ოქმის შედეგი და ჩვენი პარტიის წევრი, გენო თებიძე მეორე ტურში გადავა. იმედი გვაქვს, ჩვენი წარმომადგენლობა ბათუმის საკრებულოში სამკაციანი გახდება"- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა პოლიტიკური ველის რადიკალიზაცია მოახდინა.

მსგავსი სიახლეები