სანქციების საკითხს კვლავ დავაყენებ - კაია კალასი

23.06.25 13:36
სანქციების საკითხს კვლავ დავაყენებ - კაია კალასი

"საქართველო  სწორ გზაზე არ დგას" - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე ისაუბრა.

კალასის თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე სანქციების საკითხს კვლავ დააყენებს, რომელიც იმ პირების მიმართ იქნება მიმართული, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ. 

კალასი ამბობს, რომ იმსჯელებენ დამატებით მექანიზმებზეც.

დღეს საქართველოსთან დაკავშირებითაც ვიმსჯელებთ. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოში მდგომარეობა უარესდება და ჩვენ მოვლენების მრავალ განვითარებას ვუყურებთ. მე მოლაპარაკების მაგიდაზე ისევ დავაყანებ სანქციების საკითხს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ძალადობას ახორციელებს და არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში. ასევე ვიმსჯელებთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველო სწორ გზაზე არ დგას. უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით დეტალურად არ ვისაბრებთ, თუმცა დიახ, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მექანიზმია, - ამბობს კალასი. 

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. დახურულ კარს მიღმა მინისტრები 4 ძირითად საკითხზე მსჯელობენ: კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, უკრაინის ომი და ირანში განვითარებული მოვლენები. დღის წესრიგში ჩასვეს საქართველოს საკითხიც. 

მსგავსი სიახლეები