"ოცნების" და ენმ-ს ამომრჩეველს რომ ეტყვიან წადი ხრამში, წავლენ ხრამში - ხუხაშვილი

03.10.21 18:49
"ოცნების" და ენმ-ს ამომრჩეველს რომ ეტყვიან წადი ხრამში, წავლენ ხრამში - ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" და ენმ-ს  ამომრჩეველს ფანატიკურებს  უწოდებს. კითხვაზე სად წავა გიორგი გახარიას  ამომრჩეველი და ვის მისცემს ხმას მეორე ტურში, ხუხაშვილის პროგნოზით ყოფილი პრემიერის  ამომრჩეველი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ ხუხაშვილმა ტვ პირველის "დღის ამბებში" ისაუბრა.

ამომრჩეველი ნუ წარმოგვიდგენია, რომ ვიღაცის მონაა, რომ ის ვისაც ეტყვის იმას მისცემს ხმას, ესე არ არის გახარიას ამ ტიპის ამომრჩევლები საერთოდ არ ჰყავს, ესეთი ამომრჩეველი ჰყავს "ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ეტყვიან წადი ხრამში, წავლენ ხრამში. ეს არის ფანატიკური ამომრჩევლის რაღაც ჯგუფები", - ამბობს ხუხაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები