„ოცნების“ იერიში ევროკავშირის ელჩზე- გაიწვევს თუ არა ივანიშვილის გუნდი პაველ ჰერჩინსკის

23.06.25 13:43
„ოცნების“ იერიში ევროკავშირის ელჩზე- გაიწვევს თუ არა ივანიშვილის გუნდი პაველ ჰერჩინსკის

"ქართული ოცნება" ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ  - ირაკლი კობახიძემ პაველ ჰერჩინსკის "ტრაგიკული პიროვნება" უწოდა და  განაცხადა, რომ “მას ელჩად მუშაობის საშუალებას არ აძლევენ“.

ჟურნალისტის კითხვაზე, დგას თუ არა “ოცნებაში“ ელჩის გაძევების საკითხი, კობახიძე ამბობს, რომ "არა". 

მეტიც კობახიძის მტკიცებით, დიპლომატი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში ჩაერია და ეს მას გარე ძალებმა "აიძულეს": 

ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. ეს არის ჩემი მკაფიო შეფასება. ის აიძულეს, ჩარეულიყო დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოში, როდესაც პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას მოუწოდა, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ.

ჩვენ ბატონ ჰერჩინსკისთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს რეჟიმი გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის განცხადებამდე, ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა “ხალხის ძალამ“ დაიწყო. მათ თქვეს, რომ “საქართველოში ევროკავშირის ელჩი, „პაველ ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“, ანუ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელია, რომლის მთავარი ამოცანა სუვერენული ქვეყნის სუვერენული მთავრობისთვის პრობლემების შექმნა და „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის აგენტების ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობაა“.

სამწუხაროა, რომ ასეთი ელჩია ევროკავშირიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, რა ბიუროკრატიაც არის ევროკავშირში, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, რომ ელჩი გამოიცვალოს, მოვა უკეთესი, მისი შემადგენლობა არის, თავიდან ბოლომდე, ამ “დიფ სთეითის“ ნაწილი. “ამარტივებს“ სიტუაციას ის, რომ ევროკავშირის, გერმანიის ელჩები, პირდაპი ფარდაჩამოხსნილი, საზოგადოებას ელეპარაკება, როგორც “დიფ სთეითის“ წარმოამდგენელი,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები