მოსმენების სკანდალის შემდეგ ხელისუფლება ჯოხით უნდა გაერეკათ - ხუხაშვილი
გია ხუხაშვილის შეფასებით, ოპოზიციამ მოსმენების სკანდალის შემდეგ ფატალური შეცდომა დაუშვა და თემის კაპიტალიზაცია ვერ მოახერხა. ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციას თემის აქტუალიზაცია ისე უნდა მოეხდინა, რომ ამ სკანდალის შემდეგ მმართველი გუნდი არჩევნებამდე გადამდგარიყო.
ოპოზიციამ ფატალური შეცდომები დაუშვა. მოსმენების სკანდალის პირობებში ნებისმიერ ქვეყანაში ისეთი ხელისუფლებაც კი რომელსაც აქვს 80%-იანი ნდობა, იძულებული ხდება რომ წავიდეს ხელისუფლებიდან. ამ თემის კაპიტალიზაცია ვერ მოახერხა ოპოზიციამ. 3 დღე რაღაცა იფაფხურეს, უკანა პლანზე გადაიტანეს, ესეთი სკანდალის პირობებში არათუ არჩევნების გზით ჯოხით უნდა გარეკო.", - ამბობს გია ხუხაშვილი.