მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს: ვერ შეგვაშინებ

23.06.25 15:14
მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს: ვერ შეგვაშინებ

კოალიცია “ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ “ არ არსებობს გადაწყვეტილება, რომლითაც ის მას და მის გუნდს შეაშინებს.“

ხაზარაძის თქმით, რამდენჯერაც არ უნდა დაიბარონ წულუკიანის კომისიაზე, ის მისვლას არ აპირებს, “რადგან არალეგიტიმურ კომისიაში მონაწილეობას არ გეგმავს, რადგან ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და მათი მხრიდან არასდროს ექნება აღიარება.“

როგორც იცით დღეს ჩემი და ბადრის დასკვნითი სიტყვა იქნება მოსმენილი. მკაფიოები გვინდა ვიყოთ როგორცყოპველტვის, რადგან პასუხისმგებლობ გვაქვს ჩვენს ამომრჩეველთნა. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც განვაცხადეთ უარი მივსულიყავით იმ არაკონსტიტუციურ და არალეგიტიმურ შემქნილ აპრლამენტში, მას შემდეგ კიდ აიწყო პოლიტკური დევნა. თქვენ იცით, მეორრედ დამიბარეს, ამ  დაბარებაზეც მყისიერი პასწუხი მიიღეს, ჩვენ არ ვაპირებთ მეორეჯერ, მესამეჯერ თუ მეასეჯერ დაბარებულ არალეგიტიუმრ კომისიაში მონაწილეობას, რადგან ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი მხრიდან მას არასდროს ექნება აღიარება. მინდა მკაფიოდ ვთქვა, არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენ ბრძოლას ტემპს მოაკლებინებს და კომპრომისზე წაიყვანს. დღეს შეიძლება ვნახოთ სხვადასხვა ტყიპის გადაწყვეტილება, ამთ შორის პატიმრობა, მაგრამ მიუხედავად ნებსიმიერი გადაწყვეტილებისა, ძალიან მკაფიოდ ვუგზავნი გზავნილს, არ არსებობს გადაწყვეტილება, რომ მე და ჩემ გუნდა შენი შეგვეშინდეს. რადგან ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნსი ხვალიდენლი დღისთვის, თავისუფლებისთვის, თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის და არა ისეთქვეყნებთან, რომლის ლიდერების პანაშვიდზე შენ ე.წ. პრემიერ მინისტრს აგზავნი, ეს არის განსხვავება ჩვენ შორის და ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვართ პოლიტიკაში, 5 წელი დაგვდევდი, რომ 12-წლიანი მუხლი მოგესაჯა, არ დაგვიტოვებია ქვეყანა და არც ახლა ვაპირებთ, შესაბამისად, ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენი გუნდი მზად არის ბრძოლისთვის, ამ ბრძოლა აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. სადაც არ უნდა ვიყოთ, ვაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი კარგი მომავალი, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავათავისუფლოთ ქვეყანა ოკუპაციისაგან და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ,- განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები