მამუკა ხაზარაძეს 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

23.06.25 15:16
მამუკა ხაზარაძეს 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

მისივე განცხადებით, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერს ასევე აკერძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

განაჩენის გამოცხადებას "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერი არ დასწრებია, ის მხოლოდ ადვოკატმა, პროკურორებმა და ჟურნალისტებმა მოისმინეს.

მამუკა ხაზარაძეს წულუკიანის კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

დღეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.

მსგავსი სიახლეები