ივანიშვილი კობახიძე, კალაძე, ღარიბაშვილს ადამიანებადაც არ თვლის, ხვალ შეიძლება მინისტრებად ე.წ. ძველი ბიჭები დასვას - ხუხაშვილი
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დუმილს "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა დღის ამბებში" გამოეხმაურა.
მისი თქმით, ივანიშვილი მმართველ პარტიაში განუზომელ ძალაუფლებას ფლობს და მისთვის კალაძე, კობახიძე, ღარიბაშვილი უბრალო რესურსია:
ივანიშვილი "ქართული ოცნების" აქციების 100%-ს ფლობს. კალაძე, ღარიბაშვილი, კობახიძე უბრალო სტატისტები არიან, რესურსი, მეტი არაფერი, ადამიანებადაც არ თვლის. ამათ ამოძირკვავს და იქით გადარგავს, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ივანიშვილის ამოცანა, ძალაუფლების შენარჩუნებაა. დღეს ეს ხალხი სჭირდება, ამ ხალხით მოქმედებს, ხვალ შეუძლია ესენი გადაყაროს და საარჩევნო უბნებთან ჟურნალისტებს რომ "ძველი ბიჭები" "გებლატავებოდნენ" ისინი დასვას მინისტერბად. მოცემულობაა ასეთი, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს და რა მნიშვნელობა აქვს იტყვის თუ არა რამეს"- თქვა ხუხაშვილმა.