"ოცნების" წინააღმდეგ მთავარი იარაღი სწორედ არაღიარებაა... ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ამავე შემართებით - ელენე ხოშტარია
ნიკა გვარამიამ, ზურა ჯაფარიძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ არ აღიარეს ეს სისტემა და არ აღიარებენ მათ შორის, ციხეში წასვლის ხარჯზე - უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ზუსტად იმავე შემართებით - ასე ეხმიანება კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას.
პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ხოშტარიამ დაპატიმრებულ პოლიტიკოსების სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ "ოცნების" წინააღმდეგ ახლა მთავარი იარაღი სწორედ "ოცნების" არაღიარება და მისი დელეგიტიმაციაა.
ჩვენ ვნახეთ დღეს ისტერიული განცხადება ირაკლი კობახიძის, ჰეზბოლას სტუმარი ირაკლი კობახიძის, რომელიც ამბობს, რომ არაღიარების გამო ყველას გაუშვებენ ციხეში. დიახ, არაღიარება არის მთავარი იარაღი, არაღიარება არის რაც მელიამ, გვარამიამ, ზურამ, ოქრუაშვილმა, ხაზარაძემ და ბადრიმ არ აღიარეს ეს სისტემა, არ აღიარებენ მათ შორის, ციხეში წასვლის ხარჯზე. ამიტომ, სრული სოლიდარობა ყველას და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ზუსტად იგივე შემართებით - არაღიარება, არმიღება, დელეგიტიმაცია და ჩამოშორება ამ ხალხის, - განახაცხადა ელენე ხოშტარიამ.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დღეს მოსამართლემ 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა კოალიცია "ცვილლებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით დღეს 8 თვიანი აღკვეთის ღონისძიება შეუფარდეს "ძლიერი საქართველოს" ლიდერს მამუკა ხაზარაძეს. დღესვე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო განაჩენს ელოდება კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინშია "ცვლილებისთვის" კიდევ ერთი ლიდერი ნიკა მელიაც.