მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა

23.06.25 16:54
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა

მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა, რომელმაც მედიამენეჯერის აღკვეთის ღონისძიების სახით ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა გადაისინჯა.

სასამართლოს მიმართა თავად მზია ამაღლობელმაც, მან სინდისის სხვა პატიმრებს სოლიდარობა გამოუცადა. 

სიმართლე გითხრათ, ისე ვითარდება ქვეყანაში პროცესები, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა, ფიქრიც კი მიჭირს. სწორედ იმ მოტივით, რის გამოც მე პატიმრობაში ვარ, პოლიტიკური მოტივით, აკავებენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს. სოლიდარობა სინდისის პატიმრებს. გულმოწყალებას არ გთხოვთ, ქალბატონო მოსამართლე, როგორც სამართლიანობა მოითხოვს, ისე მოიქეცით. სიმართლე გითხრათ, მარტო სასჯელის მოლოდინში ვარ, იმიტომ კი არა, რომ ვიმსახურებ, არამედ ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ". - თქვა ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა მის სასამართლო პროცესზე.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები