ვერავის შეაშინებთ! გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის! - ლევან სამუშია

23.06.25 17:25
ვერავის შეაშინებთ! გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის! - ლევან სამუშია

ვერავის შეაშინებთ! არავინ იფიქროს, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ტყვეობით "ლელო - ძლიერი საქართველო" შეწყვეტს ბრძოლას. ამის იმედი ნურავის ექნება, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ ბადრი ჯაფარიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ისაუბრა. ინტერესების დამცველის თქმით, კოალიცია ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობს და მათ ვერავი და ვერაფერი დააშინებთ. 

საფუძველზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ მინდა, მივმართო ამათ: ვერავის შეაშინებთ! ბადრი ჯაფარიძეც, მამუკა ხაზარაძეც, ორივე მზად იყო ამ განაჩენისთვის, ისინი მზად იყვნენ ამისთვის, ქვეყნის გულისთვის, ქვეყნის გათავისუფლებისთვის.

არავინ იფიქროს, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ტყვეობით "ლელო - ძლიერი საქართველო" შეწყვეტს ბრძოლას. ამის იმედი ნურავის ექნება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის, ჩვენი ლიდერები, მიუხედავად მათი ტყვეობისა, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის. რეჟიმი აგონიაშია, არავის არაფრის ეშინია, ჩვენი ლიდერებს არაფრის ეშინიათ!, - თქვა ადვოკატმა. 

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ თეა წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ოპოზიციონერს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ანალოგიური განაჩენი გამოუტანა სასამართლომ "ძლიერი საქართველოს"კიდევ ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს.

დღესვე 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.