მზია ამაღლობელი მოსამართლეს: არა მგონია, მოსამართლეობა ოლიგარქის სამსახურისთვის გინდოდათ

23.06.25 17:51
მზია ამაღლობელი მოსამართლეს: არა მგონია, მოსამართლეობა ოლიგარქის სამსახურისთვის გინდოდათ

არა მგონია, მოსამართლეობა ოლიგარქის სამსახურისთვის გინდოდათ - ამ სიტყვებით მიმართა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა მოსამართლე  ნინო სახელაშვილს. 

მისი თქმით, ისე ვითარდება ქვეყანაში პროცესები, რომ მის პატიმრობაზე მსჯელობა კი არა, ფიქრიც კი უჭირს.

სწორედ იმ მოტივით, რის გამოც მე პატიმრობაში ვარ, პოლიტიკური მოტივით, აკავებენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს. სოლიდარობა სინდისის პატიმრებს. გულმოწყალებას არ გთხოვთ, ქალბატონო მოსამართლე, როგორც სამართლიანობა მოითხოვს, ისე მოიქეცით. სიმართლე გითხრათ, მარტო სასჯელის მოლოდინში ვარ, იმიტომ კი არა, რომ ვიმსახურებ, არამედ ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ. მე მოწყალებას არ ვითხოვ, ქალბატონო მოსამართლევ, რასაც სამართლიანობა მოითხოვს, ისე მოიქეცით.

სიმართლე გითხრათ, უფრო სასჯელის მოლოდინში ვარ და ალბათ მათე დევიძეს რომ მიუსაჯეს, იმაზე მეტის მოლოდინში ვარ, იმიტომ კი არა, რომ მისაღებია, იმიტომ, რომ დღეს ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ და არა მგონია, რომ თქვენ მოსამართლეობა იმისთვის გინდოდათ, რომ რეჟიმის და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ“ – უთხრა დღეს, 23 ივნისს, მზია ამაღლობელმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს.

დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ხელახლა განიხილა აღკვეთის საკითხი და მზია ამაღლობელი ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.  

მსგავსი სიახლეები