რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა II ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა - ბოკერია
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ "რეჟიმის დამარცხების ბოლომდე მისაყვანად"მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერაა საჭირო.
ბოკერია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმა ოპოზიციის კანდიდატებს მისცენ.
არ არის დასამალი, რომ სასურველი იყო არსებითად უფრო მაღალი აქტივობა იმ შედეგისთვის, რაც ქვეყანას სჭირდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ სივრცეში ანუ ურბანულ სივრცეში სადაც ადამიანები ნაკლებად არიან დამოკიდებულები და ისეთ რთულ მდგომარეობაში არ არიან, როგორც სოფლად მთავრობის რეპრესიების წინაშე, იქ ეს განაჩენი და რეფერენდუმი შედგა და ეს არის ის, რასაც უნდა დავეყრდნოთ ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის საშიში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეში და ამ საქმეში პირველი ნაბიჯი გადასადგმელია – მეორე ტურებში მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატების და მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, იმისდა მიუხედავად, როგორ უყურებს ამა თუ იმ პარტიასა და კანდიდატს, მეორე ტურში ჩვენ ხმას ვაძლევთ ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალ საფრთხეების შემცირებას". – თქვა გიგა ბოკერიამ.