რას აპირებს ოპოზიცია ლიდერების დაკავების შემდეგ?

23.06.25 20:19
რას აპირებს ოპოზიცია ლიდერების დაკავების შემდეგ?

"სამარცხვინო სპექტაკლი ასე დამთავრდა, მაგრამ არ დასრულებულა ბრძოლა" - ეს იყო მამუკა ხაზარაძის გამოსამშვიდობებელი მიმართვა, რომელიც პარტიის წევრებთან ჰქონდა. ოფისში შეკრებილ თანაგუნდელებს "ლელოს" ლიდერმა უთხრა, რომ ბრძოლა ციხიდანაც გაგრძელდება. მოსამართლე ზვიად შარაძემ მამუკა ხაზარაძე ციხეში 8 თვით გაუშვა და თანამდებობის დაკავება 2 წლით აუკრძალა ისე, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხდომას არ ესწრებოდა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ხაზარაძე-ჯაფარიძემ პარტიის წევრებთან საბოლოო კონსულტაცია გაიარეს იმის თაობაზე, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვან ბერკეტად რჩება.

8 თვით გაუშვა მოსამართლემ ციხეში ბადრი ჯაფარიძე. წულუკიანის კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო დღის ბოლოს ციხეში უკვე 6 პოლიტიკური ლიდერი იქნება პატიმრობაში. ივანიშვილის მიზანი ჩვენი გატეხვაა, მაგრამ ვერ გაგვტეხენ, ბრძოლა გრძელდება - ეს არის ციხეში წასვლამდე ბადრი ჯაფარიძის ბოლო გზავნილი.  

ხაზარაძე-ჯაფარიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ძლიერი საქართველოს ოფისში მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. ის ოპოზიციონერ ლიდერებს დახურულ კარს მიღმა ხვდებოდა. მალე გახდება ცნობილი სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციაც. სალომე ზურაბიშვილისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილი რეპრესიები "ქართული ოცნების" დასუსტებას ნიშნავს.   

"ლელო - ძლიერი საქართველო" ახლა უკვე პოლიტიკურ ბრძოლას დაპატიმრებული ლიდერების პირობებში გააგრძელებს. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილის გუნდი სულ უფრო სუსტდება და დაპატიმრებების სერია წინააღმდეგობას ვერ გააჩერებს. 

დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები