რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში გაუშვეს - ვინ არის მთავარი სამიზნე

23.06.25 20:51
რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში გაუშვეს - ვინ არის მთავარი სამიზნე

ვინ არის პროკურატურის მთავარი სამიზნე? - რომეო მიქაუტაძის დაკავების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილზე გასვლას ცდილობს. 

მილიონების მითვისება, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ედავებიან, კორუფციის მკვლევრებში ბევრ კითხვას ბადებს, მათ შორის როგორ დარჩა შეუმჩნეველი ჩინოვნიკის უეცარი გამდიდრება მისი უშუალო ხელმძღვანელებისთვის. 

მიქაუტაძე დღეს პატიმრობაში გაუშვეს. პროცესზე იყო ბრალდებულის მეუღლეც. გამოძიების ვერსიით, სწორედ ნინო მიქაუტაძემ გააფორმა 78 წლის პენსიონერთან ფიქტიური გარიგება, რომ თითქოს, სახლი წეროვანში დიდ ფულად მიყიდა და ამ 600 ათასი ევროთი შეიძინა სახლი ესპანეთის დედაქალაქში. მიქაუტაძის ცოლი, რომელიც ამ დოკუმენტს ხელს აწერს, ჯერ არც კი დაუკითხავთ. 

რატომ ჩნდება კითხვები ირაკლი ღარიბაშვილზე? - მიქაუტაძე და ღარიბაშვილი არამხოლოდ ახლო მეგობრები, არამედ ნათლიმირონები არიან. კორუფციის მკვლევრებმა კი "ქართულ ოცნების" მაღალჩინოსნის დაკავებისთანავე დასვეს კითხვა, ვინ იყო რეალური სამიზნე - მიქაუტაძე თუ ღარიბაშვილი. ჩნდება კიდევ ერთი კითხვა, თუ მინისტრობის პერიოდში მიქაუტაძე დიდი ფულს აკეთებდა და ეს პროცესი წლები გრძელდებოდა, როგორ გამოეპარა ეს ფაქტი მის უშუალო უფროსს, ლევან დავითაშვილს. 

დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები